ირაკლი ალასანია: "ქართულ ოცნებას" შესაძლოა ვადამდელი არჩევნები სურდეს

ირაკლი ალასანია: "ქართულ ოცნებას" შესაძლოა ვადამდელი არჩევნები სურდეს

"მე ძალიან კარგად ვიცი რა განწყობაა ხალხში. მომდევნო არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" გამარჯვების შანსი არ აქვს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.


" მე თითქმის ყოველ მესამე დღეს დავდივარ რეგიონებში და ძალიან კარგად ვიცი, რა განწყობაცაა ხალხში. მომდევნო არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" შანსიც კი არა აქვს."- განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ირაკლი ალსანიამ უპასუხა, რომ ეს  "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის.


"ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, რომ "ქართულ ოცნებას", შესაძლოა, სურდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დაკარგავს ელექტორატის ნდობას, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული სამართლებრივი პროცესი, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, შესაძლოა, ხელოვნურად შექმნან, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" კი მნიშვნელოვანია, დავიცვათ კონსტიტუციური ვადები, მაგრამ ჩვენ არც ამის გვეშიანია, არჩევნებში საბრძოლველად მზად ვართ."- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: