ირაკლი ჩიქოვანი: პოლიტიკური შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხი ძალიან სახიფათო საქმეა, ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ისაუბრა.
"თუ არსებობს ეჭვი, რომ რაიმე არის გამოუძიებელი, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა იქნეს გამოძიებული. ჩვენ მომხრე ვართ ამ გამოძიების, მაგრამ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. საქმე გვაქვს ადამიანურ ტრაგედიასთან, მაგრამ ამასთან, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და მერე გავაკეთოთ კომენტარები", - განაცხადა ჩიქოვანმა.