ეკა ბესელია: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ნებისმიერი კანდიდატი კანონის მოთხოვნას დააკმაყოფილებს

ეკა ბესელია: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ნებისმიერი კანდიდატი კანონის მოთხოვნას დააკმაყოფილებს

კრიტერიუმი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების შესახებ, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის დამოუკიდებლობის ხარისხის მიზნით შეირჩა, ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ისაუბრა. 


"ის კრიტერიუმები, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად დადგინდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურა არ იყო. აღნიშნული შეხედულება კონსულტაციების რეჟიმში ჩამოყალიბდა. კანონში მოსამართლეთა კრიტერიუმები პირდაპირ წერია, რაც თავისთავად არის ბარიერი. საუბარია, კანონში რომ არ წერია, კიდევ რა კრიტერიუმებს შეიძლება აკმაყოფილებდეს კანდიდატი იმისთვის, რომ ის სხვებისგან გამოარჩიო. ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილი იქნება, კანონის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მაგრამ ჩვენი მიზანია წარმოდგენილი კანდიდატებიდან საუკეთესოს შერჩევა. ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიის წევრობა ან პარტიასთან ასოცირება კანდიდატის მოსამართლედ არჩევას ხელს არ უშლის. ის მოსამართლედ არჩევის შემდეგ აღარ უნდა იყოს პოლიტიკურ გუნდთან დაკავშირებული. ჩვენ ავიღეთ იმაზე მაღალი სტანდარტი, ვიდრე არსებობს. პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების შესახებ კრიტერიუმი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობის ხარისხს უკავშირდება, რაც ვფიქრობ, მმართველი გუნდის მხრიდან უდავოდ თამამად შეთავაზებული კრიტერიუმია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: