დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჟვანიას საქმეზე მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ
"ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფრენციაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეს გამოეხმაურა.
"ჟვანიას საქმეზე ბევრი დეტალი გაჟღერდა, მაგრამ ერთი რამ გამორჩათ. იმ დღეს საბურთალოს ქუჩას გაზით მომარაგება შეუწყდა ღამის სამ საათზე. რატომ მოხდა ეს ასე? ამ მიზეზებზე, რატომღაც, გუშინ არავის უსაუბრია. ამ საკითხზე ყურადღება უნდა გაამახვილოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.