ზვიად ნოდია: ეროვნული მოძრაობა წყლის ნაყვაა სარწმუნოებრივი მოძრაობის გარეშე!
"დიდება უფალ ღმერთს იმ ძველი მართლქრისტეანობისთვის, (რასაც გაეცნობით მამამთავარ სარმიანეს ქვემოთმოცემულ პატერიკში), მაგრამ ამით იმის ჩვენება მინდა, რომ - რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო ზიანდება პირველქმნილ-კურთხეული კაცის ბუნება და ვერც კი ხვდება, ისე ჩაანაცვლებს ღმერთს ეშმაკით;
ასევეა, ეკლესიაც - ვერც კი გებულობს(თუკი არ ჰყავს მაგ. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი...), ისე ჩაანაცვლებს მართლქრისტეანობას ცრუქრისტიანობით და ნუ იტყუებთ თავს იმით, რომ კვართი და ღვთისმშობლის წილხვდომილება გადაგვარჩენს, თუკი თავად არ გაინძრევით და პატრიარქმადიდებლობის მაგივრად ანტიეკუმენისტურ მოძრაობას არ შეუდგებით!
ათეიზმისგან მანქურთივით გონდაბნელებულნი და ეკუმენისტურ-ლიბერალური ფსევდოქრისტიანობით გამოზრდილნი, ვერც კი ვხვდებით, თუ როგორ უხილავად ხდიან ღვთისგან, ანგელოზები და წმინდანები, ამჟამინდელ ეკუმენისტ-პანეკუმენისტ იერარქებს სამღვდელმთავრო მოსასხამს და განკვეთენ - არამცთუ სასულიერო ხარისხ-წოდებისგან, არამედ - ეკლესიიდანაც!
სწორედ ამაშია იმ სწავლების თვალსაჩინოება, რის მიხედვითაც - "თუკი კრება არ განკვეთს მწვალებელ მღვდელმთავარს, მაშინ მას მაინც განკვეთს ღმერთი უხილავად", თანახმად სახარებისა,- "მოიკვეთე სნეული ასო, რათა მთელი სხეული არ დაიღუპოს"...
მოციქულთაგან და დიდი სჯულისკანონისგან აკრძალულ - ხანუქობაზე, მოლებთან და ერეტიკოსებთან თანამლოცველ იერარქებს ღმერთის ჩვენება აღარ ეძლევათ და ეშმაკის ხიბლი ჰგონიათ ღმრთისგან მომადლებული. ამიტომაც, არც ინანიებენ ცოდვა-ცდომილებებს და თუკი რაიმე შეინანეს, მერე მაინც იმავეს უბრუნდებიან, ისე, "როგორც ძაღლი თავის ნარწყევს" და ეს ორმაგ ცოდვადაა შერაცხილი, რის გამოც - ეკლესიაშიც არ შეიშვება!
ასეთებისგან ხელდასხმულებით სავსეა იერარქია და რამდენადაც ეს პროცესი საუკუნეა მიმდინარეობს მთელ მსოფლიო ეკლესიაში, ისინი არც ერთმანეთს განკვეთენ და არც ქრისტე დაჰყოფს მუდმივად ასეთ საკრებულოში, სიტყვისამებრ მისა - "რა საერთო აქვს ნათელს ბნელთან"?... "ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერია"...
ეკლესია ქრისტეს სხეულია და თავის წმიდა ხორცს და სისხლს წააბილწინებს ვინმეს? ნუმც იყოფინ! მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი, რადგან ღმერთი ხანგრძლივად მიმტევებელია, მაგრამ... "თუკი ჩემი კანონის მიხედვით არ იცხოვრებ, მოგისევ მტერს"...
ქვეყნის ყოველი გასაჭირის დროს წმიდა მამები სწორედ ეკლესიის თავს - იერარქიას და ბერმონაზვნობას ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ სჯულის გასწორებას.
აქვე გაეცანით მამამთავარ სარმიანეს შესახებ ლინკს("თხრობა სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსთა"), რათა ცხადლივად გაიაზროთ, თუ როგორი განსხვავებაა ძველ და ახალ ქრისტეანობას შორის და "არს თუ არა ჩვენთან ღმერთი"...
http://www.orthodoxy.ge/pateriki/mtsvaleblebi.htm