გია ხუხაშვილი: ჟვანიას საქმე პროკურატურამ სპეკულირების საგნად აქცია

გია ხუხაშვილი: ჟვანიას საქმე პროკურატურამ სპეკულირების საგნად აქცია

ბატონო გია პროკურატურა აცხადებს რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ბოლომდეა მისული რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

„ძალიან მალე უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება იმიტომ რომ არის ძალიან დიდი ინტერესი. ჩემთვის მიუღებელია პროკურატურის მუდმივი დაანონსება იმის შესახებ, რომ საქმე მალე იქნება გამოძიებული. ანონსების გაკეთება არ არის პროკურატურის საქმე, პროკურატურის საქმეა  გამოიძიოს,  დადოს რეალური შედეგი და მანამდე ყოველდღიურად მოლოდინების შექმნას დაანებოს თავი. ჯერჯერობით ვინც დაპატიმრებულია ყველას აქვს ირიბი ბრალდებები წაყენებული და არაპირდაპირი. ამ ფაქტებმა მოახდინა ესკალაცია და დაუდო საფუძველი განევითარებინათ ოპონენტებს ეს ვერსიები. ვურჩევ პროკურატურას დაანებოს თავი არაფრისმომცემ საუბარს, გვაჩვენონ ვინ და რა მოტივით ჩაიდინა ეს მკვლელობა (თუ ეს მკვლელობა იყო) ეს უნდა გააკეთოს პროკურატურამ  და არა ის, რომ მუდმივ დაპირებებსა და მოლოდინში ამყოფოს საზოგადოება_ამით ხდება სამართლის დისკრედიტაცია“.

 

ძაძამია და ხარშილაძე საზოგადოებას ახალ სკანდალური დეტალების გასაჯაროებას პირდებიან..

„როდესაც სამართალდამცავები მუდმივად აანონსებენ მოვლენებს ამ საქმესათან დაკავშირებით ამასთანავე ხდება არაპირდაპირი არამედ ირიბი დაკავებები ეს ყველაფერი ამ სპეკულაციების საფუძველს ქმნის და არაჯანსაღი სახე ეძლევა პროცესებს. ზურაბ ჟვანიას გარდაცველების შემდეგ ათ კაცამდე თუ საუბრობდა მკვლელობის ვერსიაზე, მთელი საქართველო დადუმებული იყო ახლა რომ ყველა მეორე ალაპარაკდა ისეთებიც რომლებიც კარგად ითბობდნენ ხელს წინა ხელისუფლებაში ეს არის აღმაშფოთებელი, მე კიდევ ვიძახი თუ რამე კონკრეტული ფაქტები აქვს პროკურატურას, უნდა გამოკვეთონ დამნაშავეები და დააკაონ. ეს არის პროკურატურის საქმე და არა მუდმივი დაანონსება. რწმენის საკითხად და პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქცია პროკურატურამ ეს საქმე. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს საქმე არ მივიღოთ სურათი რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ნდობით აღიჭურვოს გამოძიების მიმართ მეორე კი საპირისპიროდ. თუ არიან გამომძიებლები ამ საქმის თქვან თუ არადა ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრონ ამაზე საუბარს. ამით ზიანდება ოჯახი სადაც ბავშვები არიან და რა უჯდება ეს მათ ყველას უნდა გვესმოდეს“.

 

ესაუბრა გიორგი მოსაიაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: