ვის მფარველობს ვაზაგაშვილის "სიიდან" მთვარი პროკურორის მოადგილე?
ვის მფარველობს ვაზაგაშვილის "სიიდან" მთვარი პროკურორის მოადგილე?- ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას "პირველირადიო" სადაც აღნიშნულია, რომ მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გოჩა ფარულავა იური ვაზაგაშვილის ე.წ. 60 კაციან სიაში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით "სია" ყარაფილაში აფეთქებადე სამი დღით ადრე, ზურა ვაზაგაშვილის მამამ ივანიშვილს წარუდგინა. გოჩა ფარულავა წინა ხელისუფლების დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი იყო. ჯერ კიდევ მისი პროკურორობის დროს, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ, მას ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ საქმეების აღძვრასა და "შეკერვაში" , ასევე ბიზნესმენების შევიწროვებაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციის დროს გოჩა ფარულავა პროკურატურაში მაღალ თანამდებოაბზე მუშაობდა და იური ვაზაგაშვილი მას სხვებთან ერთად საქმის არასწორად წარმართვასა და მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებდა. გოჩა ფარულავა ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ გამოქვეყნებულ იმ ყოფილი ჩინოვნიკების სიაშიც მოხვდა, რომლებიც თანამდებობებს დღესაც იკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფარულავას მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე მფარველობს. ფარულავა და შოთაძე ნათესავები არიან.