ლაშა ამირეჯიბი: „ნაცებმა“ იძუნწეს და ჟვანიას სიკვდილი კარგად ვერ შეფუთეს!
ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თემა (ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ იგი მოიშორეს) საზოგადოების საჯილდაო ქვად იქცა. განსაკუთრებული აჟიოტაჟი შემოიტანა FBI-ის დასკვნამ, რომელიც „რუსთავი-2“-მა გაავრცელა, ეს ის „რუსთავი-2“-ია, რომელიც ბინძური ბრალდებების, ე.წ. შავი პიარის აგორებითაა დაოსტატებული.
სიბეცედ მიმაჩნია იმის დაჯერება, რაც FBI-ის ოფიციალურ (დღემდე თითქოსდა გასაიდუმლოებულ) დასკვნაშია ნათქვამი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი უნმიშვნელო დეტალი აშკარად გამოეპარა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის სცენარის ავტორს, დამდგმელს და ვიტყოდი, უნიჭო რეჟისორს!!!
ახლავე მოგახსენებთ!
ბ-ნი ზურაბი „კანიაკს“, მითუმეტეს, სამ ლარიანს, ქართულს - ფასიფიცირებულს არ მიირთმევდა (ეტყობა, ძვირიანის შესაძენად ფული დაენანათ!), მინიმუმ „ჯემისონის“ მუშტარი გახლდათ, რაც ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე ე.წ ქართული „კანიაკი“. ასევე არ მიირთმევდა სამ მანეთნახევრიან „კალბასას“ (ძეხვს) - ტარაკნებიან, ჭუჭყიან აბაზანაში გამოყვანილს და ჩვეულებრივ „გასტრონომში“ ნაყიდს...
რატომ გადაწყვიტა იდოტმა სცენარის ავტორმა, რომ ზურაბ ჟვანია ნარდის თამაშის დიდი მოყვარული იყო, მოგახსენებთ, რატომაც!
რადგან იუსუფოვი აზარბაიჯანელი გახლდათ, იდიოტმა სცენარის ავტორმა ნარდიც ჩააკვეხა სცენარში სრული დამაჯერებელი სურათისთვის!
ბევრად დამაჯერებელი იქნებოდა, რომ სცენარის ავტორებს და შემსრულებლებს უფრო მეტი ფული დაეხარჯათ; ეყიდათ ძვირად ღირებული იგივე „კანიაკი“, მიეყოლებინათ ზევიდან ძეხვი "სალიამი"ან კიდევ უფრო ძვირადღირებული პროდუქტი და ექირავებინათ კარგად გარემონტებული ბინა... ჟვანია სხვა თუ არაფერი, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერი გახლდათ!!
აი, მაშინ კი ადამიანი იფიქრებდა დაეჯერებინა თუ არა ამ უნიჭო სცენარისტის შედევრისთვის...
იძუნწეს „ნაცებმა“!!!