რატომ არ ჰყოფნის გამბედაობა ღარიბაშვილს?

რატომ არ ჰყოფნის გამბედაობა ღარიბაშვილს?

"არ ჰყოფნის გამბედაობა ღარიბაშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან," -ასე ეხმაურება "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელშიც ის ოპოზიციას თავდაცვის სამინისტროს მიმართ განხორციელებულ მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში ადანაშაულებს.

პეტრიაშვილის თქმით, მთავრობას და მის ხელმძღვანელს რაიმეს გაკეთება რომ შეეძლოთ, დღეს ქვეყანაში ასეთი ვითარება არ იქნებოდა.

"ისრების გადატანით არაფერი არ იცვლება. მაგათი შეტევა არ გაიშვას. მათ რომ რამის თავი ჰქონოდათ, დღეს ასეთი ვითარება არ იქნებოდა, ამიტომ გემს მიხედონ," - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: