ნარმანიამ ბოდოკია სამ კონტექსტში უარყო
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მზად არის, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები, თუ გამოძიება მერიის სხვა თანაშრომლებსაც გამოავლენს.
დავით ნარმანიამ ეს განცხადება ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას დაკავების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
დედაქალაქის მერი აქვე აცხადებს, რომ არანაირი კავშირი, მით უმეტეს ნათესაური, არ აქვს დაკავებულთან.
"ბოდოკია არც ჩემი კლასელია, არც თანასოფლელი და არც ბავშვობის მეგობარი. ჩემი ძმაც არ იცავს მის ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ადვოკატია," - განაცხადა დავით ნარმანიამ.