სოსო ცინცაძე: ჟვანიას მკვლელობა სააკაშვილს უნდა დაბრალდეს!
„ივერიონს“ FBI-ის დღემდე გასაიდუმლოებულ დასკვნაზე და ჟვანიას მკვლელობის შესაძლო ვერსიებზე ესაუბრა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
- ბატონო სოსო, FBI-ის დასკვნაში, რომელიც “რუსთავი 2-მა“ გაასაჯაროვა, ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებული პიკანტური მოვლენებია დადასტურებული. თუ ეს სინამდვილეა, ადრე რატომ არ გასაჯაროვდა? მაშინ შეუნახეს ნამუსი ყოფილ პრემიერს და ახლა არა?
- მკვდარზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი, მაგრამ თქვენ ისეთ კითხვას მისვამთ, რაღაც უნდა ვთქვა.
იყო თუ არა ზურაბ ჟვანია ჰომოსექსუალისტი, დამტკიცებით ვერავინ იტყვის, თუმცა შემიძლია გავიხსენო ერთი ფაქტი: 90-იანი წლების დასაწყისში პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა “იმელის“ შენობაში გაიმართა. მას მეც ვესწრებოდი, რადგან, როგორც შევარდნაძის სახელმწიფო მრჩეველს, იქ ყოფნა მევალებოდა. ამ დროს “მოქალაქეთა კავშირის“ გენმდივანი იყო ზურაბ ჟვანია. სოსო სიგუამ, რომელიც დაპირისპირებული იყო შევარდნაძესთან, იმ პერიოდისთვის სენსაციური ინფორმაცია გაამჟღვნა, რომ მას დაურეკეს მოსკოვიდან და კუპონების საქმესთან დაკავშირებით მათთან ჩასულ ჰომოსექსულისტური მანერებისა და ჩვევების მქონე კაცზე ესაუბრნენ. ერთი სიტყვით, ხმა, რომელიც ზურაბ ჟვანიაზე 90-იანი წლებიდან დადიოდა, ჯერ კიდევ “მწვანეთა მოძრაობაში“ ყოფნისას აჰყვა მას (საქართველოში ვინმეს რამეს უმიზეზოდ თუ დააბრალებენ, ეს ხმა მალევე ქრება). დღეს ევროპაში მინისტრების ნახევარზე მეტი გეია, მაგრამ ადრე ამის აფიშირება მიუღებელი იყო.
რაც შეეხება მისთვის ნამუსის შენახვას, ნამუსი ალბათ ოჯახის თხოვნით შეუნახეს. ახლა კი ყველაფერს ფარდა აჰხადეს, რადგან მიზანი უფრო დიდია - სააკაშვილს უნდა დაბრალდეს მისი მკვლელობა.
პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას პრესტიჟი სააკაშვილს ანაცვალა. რა დააკლდება ახლა დღევანდელი ხელისუფლებას 10 წლის წინ გარდაცვლილი პრემიერის სიკვდილის პიკანტურ დეტალებს თუ გაასაჯაროევებს? არც არაფერი! სამაგიეროდ გოგლა ჟვანია, პარლამენტში კანონმდებლად დასვეს! ალბათ რაღაც პრიზი კიდევ მიიღო ძმის ამბავი წინა პლანზე “ამგვარად“ რომ წამოსწია...
- ამბობენ, გოგლა ჟვანია მოქრთამესო, ზურაბ ჟვანიას ცოლმა დიდი ქონება მიიღო კომპენსაციადო... რაც არ უნდა იყოს, ამის ცოდნა რას მისცემს საზოგადოებას?!
- ჩვენს ქვეყანაში ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პროცესები ხდება, რაც ასეთი თემებით კარგად იჩქმალება ხოლმე! ამას ყველაზე ადრე სააკაშვილი მიხვდა. თუკი აშშ-სა და ევროპაში ხალხზე არ “მოქმედებს“ “ასეთი“ თემები, სამაგიეროდ ჩვენთან ყველაზე მშიერიც კი ჭორიდან ჭორამდე ცხოვრობს - შიმშილიც არ ადარდებს, ოღონდ სენსაციით მოიფხანოს გული...
ჩემი აზრით, ე.წ. ჟვანიას საქმის გახსნით სამართლიანობა არ აღსდგება, მართლმსაჯულება კი აღსრულდება!
ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ორი რამ შეუგნებლად (შეგნებას მეტი ჭკუა სჭირდება) აურია ერთმანეთში.
ესაუბრა ია ჯღარკავა