რას ურჩევს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს?
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ ელჩებს ნუ გაათავისუფლებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" დანიშნულები არიან.
ამის შესახებ საქართველოს პრეხიდენტიმა ბირუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი ელჩები სააკაშვილის კი არა, საქართველოს ელჩები არიან და სწორედ ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის მუშაობენ. "ზუსტად ასე უნდა შევხედოთ მათ და არა - ეჭვის თვალით, ვისი დანიშნულია და ვინმეს ინტერესებს ხომ არ წარმოადგენს. არავის ინტერესებს არ წარმოადგენენ, გარდა საქართველოსი", - განმარტა სააკაშვილმა.
"როცა მე პრეზიდენტად ახალი არჩეული ვიყავი, ჩემი წინამორბედის დანიშნული ბევრი ელჩი კიდევ მრავალი წელი მუშაობდა და ზოგიერთი დღესაც მუშაობს. დიპლომატების გაზრდას, დიპლომატიური სკოლის შექმნას ქვეყნები ასწლეულებს ანდომებენ, ჩვენ ძალიან სწრაფად მოგვიწია ამის გაკეთება და ძალიან მაგარი კადრები გვყავს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.