ჩაუტარდება თუ არა ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია რა ინფორმაციას მალავს გოგლა ჟვანია?
"რაც კი აუცილებელი იქნება საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ყველაფერს მხარს დავუჭერთ," - ეს განცხადება ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერის ცხედრის ექსჰუმაციის კონკრეტულ თარიღზე ჯერ ლაპარაკი ადრეა.
"თუ რამე მნიშვნელოვანი სიახლეა, პროკურატურა თვითონ ახმაურებს. მას შემდეგ, რაც პროკურატურა რამეს გაახმაურებს, მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია რამის თქმა," - განაცხადა გოგოლა ჟვანიამ.
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის თარიღზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე ამ დრომდე არაა ცნობილი, თუ როდის მისცემენ ჩვენებას ყოფილი პრემიერის დაცვის წევრები მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მას შემდეგ, რაც კობა ხარშილაძის და მიხეილს ძაძამიას ჩვენების დრო მოვა, ისინი გასცემენ პასუხს იმაზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს.
"ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას პროცესები ამ ეტაპზე, არსებითი განხილვის თვალსაზრისით, არ მიმდინარეობს, რამდენადაც ჯერჯერობით არის ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომები," - განაცხადა კობა ხარშილაძის ადვოკატმა მიხეილ ძაძამიამ.