"სააკაშვილი იქ იყო, სადაც ჟვანია მოკლეს!"

"სააკაშვილი იქ იყო, სადაც ჟვანია მოკლეს!"

გაზეთ "კვირის პალიტრის" 2013 წლის 2 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ექსპერრტ მამუკა არეშიძესთან, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბ ჟვანიას გარდაცვლების გარემოებებზეც ლაპარაკობდა, ასევე ნახსენები იყო FBI-ს დასკვნაც. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

" – განაცხადეთ, რომ ეფ-ბი-აის წარმომადგენელმა ჟვანიას საქმეზე გაკეთებული დასკვნის გაყალბება აღიარა. დაგვიზუსტეთ, როდის ან რა ვითარებაში ჩაიბარეთ მისგან "აღსარება?"
- მე მას ოდესაში, საერთაშორისო კონფერენციაზე შევხვდი, შემიძლია გვარიც დავასახელო, მაგრამ ამის დაწერა არაფრით არ შეიძლება. საუბარი შეეხო ჟვანიას საქმეს და იმას, რომ ეფ-ბი-აის ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასწორი ინფორმაცია ჩაწერა დასკვნაში, რომლის ერთი ნაწილი ჩვენთან არასწორადაც ითარგმნა. მოკლედ, ამ დასკვნაში ისიც წერია, რომ ბუნებრივი აირით გაგუდვას სიკვდილი მოჰყვა და ისიც, რომ ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. ოდნავ განათლებულმა ადამიანმაც რომ წაიკითხოს, უმალვე მიხვდება, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი და ურთიერთსაწინააღმდეგო ნიუანსებით არის სავსე.

ის კაცი, ვინც მელაპარაკა, აღარ მუშაობს ეფ-ბი-აიში, ის იქ ერთ-ერთ განყოფილებას კურირებდა. მითხრა, ვიცი, რომ თავად სააკაშვილი იყო ჟვანიას მკვლელობის მონაწილე. ამის დასამალად ეფ-ბი-აის ერთ-ერთ თანამშრომელზე დიდი

ზეწოლა მოახდინეს, სწორედ მან თქვა პირად საუბარში, რომ იმ შენობაში, სადაც ჟვანია მოკლეს, პრეზიდენტიც იყო.

ეს იყო საკვანძო სიტყვა, სხვა დეტალები ეფ-ბი-აის ყოფილ თანამშრომელს ჩემთვის არ გაუმხელია. მე შევხვდი პროკურატურის თანამშრომლებს და ვიცი, რომ მუშაობენ ამ საქმეზე. მათ შეკითხვები გაუგზავნეს FBI_ს წარმომადგენლებს იმ დასკვნიდან გამომდინარე, რაც საქმეზე დაიწერა. ვვარაუდობ, რომ იმ ტიპის "აღიარება", რაც მე FBI-ს ყოფილი წარმომადგენლისგან მივიღე, პროკურატურას აუცილებლად ექნება. ვიცი, რომ არჩილ კბილაშვილის ვიზიტი ამერიკაში ამ საკითხსაც შეეხებოდა. მან ფაქტები წარადგინა…

 

წყარო: http://www.ambebi.ge/samartali/123127

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: