ლიბერალური, ლიბერალურმა, ლიბერალურს-ანუ გრანტიჭამია მონების აღლუმი საქართველოში!

ლიბერალური, ლიბერალურმა, ლიბერალურს-ანუ გრანტიჭამია მონების აღლუმი საქართველოში!

ხელისუფლების ბოლოდროინდელმა ანტიქართულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა, საზოგადოების ლიბერალურად განწყობილი და გრანტებზე დაგეშილი მნიშვნელოვანი ნაწილის ბოლომდე ლუსტრირება მოახდინა.

 

გრანტებითა და სხვა პრივილეგიებით სულდამძიმებულნი უკვე ვეღარ ახერხებენ ანტიქართული განწყობის შეფუთვას და საკუთარ მორალურ სახეს ღიად და დაუფარავად აჩენენ!.. 

საბჭოური იდეოლოგიისგან განთავისუფლებამ და დემოკრატიული "ფასეულობების" ძალუმად შემოფრქვევამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ახალი, ფორმითა და შინაარსით არატრადიციული (არაქართული) წარმონაქმნების სოკოებივით მომრავლებას-იქმნება ე.წ. ლიბერალური ინსტიტუტები, რომელთა ფუნქცია ტრადიციული ღირებულებებისადმი შეურიგებელ (ანტი) დამოკიდებულებაში გამოიხატება!

ერთ-ერთი ასეთი წარმონაქმნია "ლიბერალური  აკადემია-თბილისი" (კიდევ  კარგი, "აკადემია" მარტო დედაქალაქით შემოიფარგლება!) რომელიც "დიდაქტიკური" მიგნებებით გვანებივრებს.

 

"ლიბერალური აკადემია -თბილისის" თავმჯდომარემ , ბატონმა ლაშა ტუღუშმა დღეს   ფრიად „ორიგინალური რეცეპტი“ შემოგვთავაზა: საქმე ეხება პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც კანონად ქცევის შემთხვევაში უცხოელებზე (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე) მიწის შეუზღუდავად მიყიდვას ითვალისწინებს. 

 

როგორც ჩანს, ბატონმა ლაშამ ასევე ორიგინალური გამოსავალი იპოვა: "ინვესტორმა ადგილობრივი მოსახლეობის პროცენტული ნაწილი უნდა დაასაქმოს, ხოლო თუ ადგილობრივები ვერ დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არსებობს გადამზადების პრაქტიკა და გადაამზადებენ". 

უნიკალური მიგნებაა: ტუღუშის "რეცეპტით" პრობლემაც გადაწყვეტილია და არავითარი საფრთხე ქართულ მიწებსაც არ ემუქრება!..

დავიწყოთ იქიდან, რომ ვინც ქართულ სასოფლო-სამეურნეო მიწას იყიდის, არა ინვესტორი, არამედ მესაკუთრე ხდება და თავის საკუთრებას როგორც უნდა ისე მოიხმარს და ვისაც უნდა, იმას დაასაქმებს...

 

მეორეც, კანონპროექტში მითითებული არ არის, რომ მიწები სასოფლო-სამეურნეო პროფილის კომპანიებმა იყიდონ და აგრარული პროფილი შეინარჩუნონ...

მესამეც, რამდენი სტრატეგიული დანიშულების ობიექტი გაყიდულა საქართველოში, მაგრამ ე.წ. ინვესტორები სისტემატურად არღვევენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს- ხახვი კი ყურებზე მათთვის არავის დაუჭრია!

 

რაც შეეხება მიწას, აქ საქმე უფრო რთულადაა-რადგან კანონი უცხოელ მესაკუთრეს არ დაავალდებულებს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არა აგრარული, არამედ სხვა დანიშნულებით გამოიყენონ, ხოლო, ქართველი გლეხი საერთოდ მიწის გარეშე დარჩეს. (?!)

რაც შეეხება ბატონ ლაშა ტუღუშის „ორიგინალურ მიგნებას" რომ "თუ ქართველი გლეხები ვერ დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არსებობს გადამზადების პრაქტიკა", ეს საზოგადოების დაცინვა და მოტყუებაა-როდის იყო უცხოელი ინვესტორი ქართველების სასიცოცხლო ინტერესებით გულდათუთქული ვენებს იჭრიდა და საკუთარ ქვენაგრძნობებზე უარს ამბობდა?!

მოდით, ერთად დავამწკრივოთ გრანტიჭამია ლიბერასტები მათი ლაქიებთან ერთად და დიდ მოედანზე აღლუმი ჩავატარებინოთ-იქნებ, მაშინ მაინც დავინახოთ მათი ნამდვილი სახე და ისიც ვიგრძნოთ, რა საფრთხე ემუქრება ლიბერალური ღირებულებებისადმი  წაყრუების პოლიტიკით  ქვეყანას.

ფუი ეშმაკს!!!

ლოვარდ მიწიშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: