დაპირისპირება უმრავლესობაში-ვოლსკი და ქუცნაშვილი ერთ ბანაკში

დაპირისპირება უმრავლესობაში-ვოლსკი და ქუცნაშვილი ერთ ბანაკში

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ, თუკი პრეზიდენტი უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილს წარადგენს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ქუცნაშვილი ამ თანამდებობაზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ არ იქნება.

ამის შესახებ ვოლსკიმ გუშინ, ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ფრაქციის 47-ვე წევრი თანხმდება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ უნდა ემორჩილებოდეს ვინმეს პოლიტიკურ ნებას ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და პრეზიდენტთან შეთანხმებული აღნიშნული კრიტერიუმის განმარტებისას ინტერპრეტაციებს ჰქონდა ადგილი.

"ამასთან დაკავშირებით თავიდან გაკეთებული განმარტებები იყო არასწორი. ეს აზრი არ ყოფილა, რომ რომელიმე ფიგურას არ შეუძლია, თავისი კანდიდატურა დააყენოს. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც განმარტა, რომ ეს არც მათ უგულისხმიათ, რომ ადამიანს, რომელიც არის პოლიტიკური ფუგურა, არ აქვს უფლება, საკუთარი კანდიდატურა დააყენოს," - აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, მან თავი აარიდა კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ქუცნაშვილის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. თუმცა, აცხადებს, რომ, მისი აზრით, პრეზიდენტმა არჩევანი სწორედ ქუცნაშვილზე უნდა შეაჩეროს.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: