„სექტორი 12“ - ახალი თამაში თსუ-ში
5 ნოემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი თამაში „სექტორი 12“ დაიწყო.
„სექტორი 12“ უნივერსიტეტის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლიდან ერთ-ერთია, რომელსაც სტუდენტებს სთავაზობენ. მისი მიზანია, სტუდენტები უკეთ დაეუფლონ უნივერსიტეტის ისტორიას და შეიტყონ უფრო მეტი უნივერსტეტის მოღვაწეების შესახებ. პროექტში მონაწილეობა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.
„რაც სტუდენტი გავხდი მსგავსი პროექტი პირველად ტარდება. ძალიან საინტერესო და კრეატიულია. ყოველი მომდევნო ეტაპი სიახლეს გაზიარებს და გარდა თამაშისა, საინტერესო ამბებსაც იგებ უნივერისტეტის შესახებ“, - ამბობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მამუკა საფარიძე.
„მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულმა პროექტმა გაამართლა და სტუდენტებში დიდი დაინტერესება გმოიწვია“, - აღნიშნავენ კონკურსის ორგანიზატორები.
პროექტის ბოლოს, 2 დეკემბერს, გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა მთავარი პრიზი - 1000 ლარი.
პროექტი თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და დაფინანსებით ხორცილედება.