ალექსი პეტრიაშვილი: ყველაზე მაღლა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა უნდა დავაყენოთ
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა გარკვეულ უხერხულობას ქმნის.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ძალიან სერიოზული სიფრთხილისკენ. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება მათ მიერ, უნდა იყოს გათვალისწინებით იმ ურთიერთობებისა, რომელიც ასწლეულების მანძილზე არსებობდა ჩვენს მოძმე ხალხთან, უკრაინასთან. მიუხედავად იმის, რომ რეალურად გარკვეული უხერხულობებიც იქმნება, მაინც ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ ჩვენს სახელმწიფოებს, ხალხებს შორის არსებული, ძმური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები ,"- განაცხადა პეტრიაშვილმა.