რა უნდა „თელასთან“ კარვებს?
სააქციო საზოგადოება „თელასის“ სათაო ოფისთან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გიორგი ლომიძემ, ზურამ მელაძემ და ლაშა კვაჭაძემ შიმშილობა დაიწყეს.
„თელასის“ სათაო ოფისთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „თელასის“ გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ სომხეთში წავიდა. მას სამშაბათს ხელი უნდა მოეწერა გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებაზე.
ამ ეტაპზე „თელასის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას ტექნიკური დირექტორი მამუკა ქობალია იკავებს. მაგრამ მას არ აქვს უფლება ხელი მოაწეროს თანამშრომელთა დაბრუნების ბრძანებას.
„თელასიდან“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დაბრუნების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, სააქციო საზოგადოებაში ზურაბ არსოშვილის დანიშვნის შემდეგ, სამსახურიდან მრვალი თანამშრომელი უსაფუძვლოდ გაუშვეს და ადგილი ჰქონდა მათ პოლიტიკურ დევნასაც.