დაძაბულობა აჭარაში და მედეა ვასაძის კიდევ ერთი "ფერისცვალება"

დაძაბულობა აჭარაში და მედეა ვასაძის კიდევ ერთი "ფერისცვალება"

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მედეა ვასაძე "პოსტსკრიპტუმთან" საუბრის დროს დაადასტურა, რომ  საჭიროების შემთხვევაში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

"თუ ეს კავშირი შედეგში და ანალიზში წაადგება რეგიონის ინტერესს და თუ კი ისინი ამის სანაცვლოდ თანამდებობებს არ მოითხოვენ და მე თუ შემეძლება ჩემს პოლიტიკურ იდეებს გავუკეთო მობილიზაცია და შევძლო მათი განხორციელება არ გამოვრიცხავ მათთან კავშირს,"- განაცხადა მედეა ვასაძემ. 

ვასაძე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების  მომხრეა. მისი თქმით ეს კარგი გამოსავალი იქნება პოლიტიკური დაძაბულობის მოსახსნელად და რეგიონის განვითარებისთვის.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: