რატომ გამიბრაზრდა ელისო კილაძე და ვინ არის მისი ახალი პოლიტიკური კუმირი?!
წუხელ,სოციალურ ქსელში შემთხვევით ქალბატონ ელისო კილაძის ფეისბუქსტატუსს
წავაწყდი-აჭარაში "ქართული ოცნების" დაშლაზე და ირაკლი ალასანიას ფაქტორის გაძლიერებაზე წერდა.
მე ისე მაწუხებს"ქოცების"ბედი მომავალ არჩევნებში, როგორც ბარაკ ობამას უკრაინის სახელმწიფოს ერთიანობა, მაგრამ, უფრო სტატუსის დასკვნითმა ნაწილმა გამაკვირვა-რატომ უნდა გაძლიერდეს ალასანიას ფაქტორი აჭარაში და ზოგადად საქართველოში, , უბრალოდ, არ მესმის!
სხვათაშორის, ამასთან დაკავშირებით ჩემი პირადი მოსაზრება ქ-ნ ელისოს სტატუსზე დავაკომენტარე.არ მეგონა, ასე თუ გამიბრაზდებოდა კოლეგა-ჟურნალისტი .მან არც აცია, არც აცხელა და ლამის რუსეთუმობა დამაბრალა-შენ ალბათ საქართველოს ხსნას რუსეთში ხედავო! არც თუ ისე მოკრძალებული "ბრალდებაა", არა?!
ხატი, რჯული, ასეთი რამ არასდროს მითქვამს -ყოველთვის გულწრფელად და ღიად ვაფიქსირებ:საქართველოს ბედი არც ამერიკაში და არც რუსეთში წყდება, ყველაფერი ქართველი ერის გადასაწყვეტია-მეთქი!
დიახ, ახლაც ვადასტურებ, რომ საქართველოს ბედი ზეცაში წყდება და დღეს ისეთი ქვეყანა გვაქვს, როგორსაც ვიმსახურებთ!
თუ ბოლო ათწლეულების პერიპეტიებს გავიხსენებთ, უკეთესის ღირსი ნამდვილად არ ვართ-შეცდომებს შეცდომებზე ვუშვებთ და თუ ასე გავაგრძელეთ, საქართველო შეიძლება ისტორიის კუთვნილებად იქცეს-ეს ღვთივკურთხეული ქართული მიწა სამყაროს დასასრულამდე კი იარსებებს, მაგრამ, აქ ქართული სული ვერ დაივანებს!..
ქ-ნ ელისო კილაძისგან განსხვავებით,მე აშკარად ვხედავ და ვგრძნობ, რომ საქართველო უფრო სერიოზული დილემის წინაშე დგას, ვიდრე, ალასანიას ფაქტორის გაძლიერება და "ქოცების" დასუსტება-დაშლაა აჭარაში!
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ქ-ნ ელისოს და მის თანამოაზრეებს პოლიტიკურად გაკოტრებული ირაკლი ალასანია და მისი გუნდი(ბრმა უნდა იყო, ვერ გაარჩიო, ვინ ვინ არის!),მაგრამ,მე უფრო სხვა რამ მაფიქრებს:ჩემს რეპლიკაზე, თქვენგან განსხვავებით მე საქართველოს ხსნას ამერიკაში და რუსეთში არ ვხედავ-მეთქი, კოლეგა-ჟურნალისტმა ნიშნის მოგებით დამიკომენტარა-ვინ გითხრა, მე საქართველოს ხსნას რუსეთში ვხედავო, ანუ ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ, მისი აზრით, საქართველოს ხსნა ამერიკაშია, ანუ,ფორმალურად, ევროგაეთიანებაში , რომელიც ლამის პანაცეად ვაქციეთ!იმ ამერიკაში, რომლის პროტეჟეც უკვე ჩოხას იზომავს ხელისუფლებაში უფრო დიდი მასშტაბებით დასაბრუნებლად!(სხვანაირად რას ნიშნავს, "ალასანიას ფაქტორის გაძლიერება აჭარაში")
გასაგებია, რომ ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს და ქალბატონ ელისოს აქვს უფლება, გულწრფელად დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია , მაგრამ, ჩვენც გვაქვს უფლება დავეთანხმოთ, ან არ დავეთანხმოთ. ეს კი ის სიტუაციაა, როცა კატეგორიულად არ ვეთანხმები!..
თუ დღევანდელი პოლიტიკური რეალობის ანალიზს გავაკეთებთ, ქვეყანაში "ახალი ძალა" უნდა გამოჩნდეს, მაგრამ ეს "ახალი ძალა" ალასანია, რომ არ უნდა იყოს, ამაზე აქედანვე უნდა შევთანხმდეთ.
P.შ
ძალიან კოლეგიალური ვარ, მაგრამ, კოლეგიალურობის გრძნობა მაშინ მღალატობს, როცა საქმე საქართველოს მომავალს ეხება. ასე, რომ, ქალბატონო ელისო, ნუ გაგვიბრაზდებით, არც იმას გირჩევთ, ჩემთან პოლემიკაში შემოხვიდეთ - კომპრომატებს ვერ იპოვით და არც ოპონირება გამოგივათ. ეს ჩემი კოლეგიალური რჩევაა. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.
ზაურ ნაჭყებია