რატომ დაუფარა ბიძინა ივანიშვილმა ლევან ვასაძეს 300 მილიონიანი ვალი?
ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ლევან ვასაძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ თუ ხალხი კიდევ ერთხელ შეცდება და ვასაძეს გაჰყვება, ქვეყანას კიდევ ერთი დამანგრეველი სიურპრიზი ელოდება.
"ვასაძე იმ დონეზე დაუმეგობრდა ბიძინა ივანიშვილს, რომ ივანიშვილს ვასაძისთვის მოსკოვში 300 მილიონიანი საბანკო ვალი დაუფარავს იმისთვის, რომ კარგად შეფუთოს და წინა პლანზე გამოიყვანოს. თუ ჩვენი ხალხი კიდევ ახალ მილიონერს გაჰყვება, მაშინ, ამ ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. ამ ჩოხა-ახალუხში შეფუთულ მილიონერს იქით შამპანურის ქარხანა "ბაგრატიონი" აქვს, აქეთ გაუხსნია სკოლა, სადაც გადასახადი 10 ათასი ლარია, რას ასწავლის ამისთანას ვერ გავიგე! ვასაძე არის ჩვეულებრივი თაღლითი, რომელიც აფინანსებს მღვდელმთავრებს ისინი კი მრევლზე იმუშავებენ. ეს თავის დროზე გააკეთა ბიძინამ, მან ასევე დააფინანსა ინტელიგენცია და მივიღეთ დამანგრეველი სიურპრიზი"-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.