ბასილ მკალავიშვილი: "მე გეტყვით. როგორ დაიგეგმა გურამ შარაძის მკვლელობა!"
"ყველამ უწყის, რომ ბატონი გურამი იყო ჩემი თანამებრძოლი. ის სააკაშვილს ვერ იტანდა, სააკაშვილმა კი ვანო მერაბიშვილს დაავალა მისი ლიკიდაცია", ამ საკითხთან დაკავშირებით ბასილ მკალავიშვილმა გაზეთ ქრონიკასთან ისაუბრა.
"მე გეტყვით. როგორ დაიგეგმა გურამ შარაძის მკვლელობა. ყველამ უწყის, რომ ბატონი გურამი იყო ჩემი თანამებრძოლი. ის სააკაშვილს ვერ იტანდა, სააკაშვილმა კი ვანო მერაბიშვილს დაავალა მისი ლიკიდაცია. მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ვითომ მკვლელი ბარათელი კუდ_ის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე აიყვანეს, ავტომატი დაუმიზნეს და უთხრეს, თუ გურამ შარაძის მკვლელობას შენს თავზე არ აიღებ, მოგკლავთო. წინა დღით დაკავებული კი მიიყვანეს ბატონი გურამის მკვლელობის ადგილზე, ვითომ ცხელ კვალზე დაიჭირეს. ბოლო დროს რაც ხდება, " ნაციონალური მოძრაობის"გეგმაა საქართველოში სერიული მვლელობები გამოჩენილი პიროვნებებისა, რის შედეგადაც ხალხი დაიწყებდა მასიურ გამოსვლებს და ამას "ნაციონალური მოძრაობა" სათავისოდ გამოიყენებდა. ჯერ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, შემდეგ კი იუირი ვაზაგაშვილი. მე ვაცხადებ, ყოველივე ამას აღასრულებენ "ნაციონალური მოძრაობის" "ზონდერ" ჯგუფის წარმომადგენლები, ახლა კი დაგეგმილი აქვთ თავიანთი ჯგუფიდან ერთ_ერთი ლიდერის ლიკვიდაცია, რის გამოც საქმეში თვითონ ჩაერთვებიან და მოახდენენ არეულობას".