ვახტანგ ძაბირაძე: შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საუკეთესო ვარიანტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

ვახტანგ ძაბირაძე: შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საუკეთესო ვარიანტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

უკრაინაში ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნა  გარკვეული პიარის ნაწილია, ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ  "რეპორტიორის" პრესკლუბში  გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

"შესაძლოა, არ არის სასიამოვნო მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, მაგრამ ეს პოლიტიკაა და პოლიტიკაში სასიამოვნო რამეები იშვიათად ხდება", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.


"ამ საკითხს არ უნდა მიეცეს მწვავე შეფასებები ჩვენი მხრიდან.  უკრაინაში, გარდა ქართველი ყოფილ მაღალჩინოსნებისა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც არიან მიწვეულები. პოროშენკის უნდა, შექმნას პრეცედენტი, რომ უკრაინის ირგვლივ ერთიანდებიან მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნები. ვიმეორებ, ცუდი ფაქტია, მაგრამ არ უნდა მოხდეს მისი ზედმეტად დრამატიზება. თუ პოროშენკოს უნდა, ისეთი რეჟიმი დაამყაროს უკრაინაში, როგორიც საქართველოში იყო, მაშინ სწორად მიუგნია სააკაშვილისთვის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

"ქვეყნაში დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ 2016 წლის  მოსალოდნელი დაპირისპირება, მაშინ, საუკეთესო ვარიანტად  რჩება - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", - აღნიშნა ძაბირაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: