ხათუნა ლაგაზიძე: ყოველ ხელისუფლებას სჭირდება ყველაფრის მკადრებელი ადამიანი
ყველა დროში ყველა ხელისუფლებას სჭირდება ყველარის მკადრებელი ადამიანი, სხვაგვარად დაუჯერებელია, რომ მასზე პროფესიონალი კადრი ვერ მოიძებნა, ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ვალერიან ზუმბაძის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ვალერიან ზუმბაძე ფოტოგრაფებისა და სხვა რამდენიმე რეზონანსული საქმის პროკურორი იყო. როგორ დავიჯერო, რომ მასზე პროფესიული კადრი სტრუქტურაში არ არსებობდა. მართლა ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ამ ადამიანების შემცვლელი ვერ მონახო. ყველა დროში ყოველ ხელისუფლებას სჭირდება ყველაფრის მკადრებელი ადამიანი", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.