მარინა მოლოდინი:პროკურატურა ჟვანიას მკვლელობას მალე გახსნილად გამოაცხადებს
პარლამენტის ყოფილი წევრის და ზურაბ ჟვანიას მეგობრის მარინა მოლოდინის თქმით, ჟვანიას მკვლელობა მალე გახსნილად გამოცხადდება. ამის შესახებ მოლოდინმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა
"პროკურატურა ჟვანიას მკვლელობას მალე გახსნილად გამოაცხადებს, იციან, რომ ამ მკვლელობის გახსნით მათი პარტია პოლიტიკურ სამარეში სამუდამოდ ჩაესვენება და თან ლიდერებიც ჩაჰყვებიან. თუ ეს გარდაცვალება მკვლელობად შეფასდა, რაც ძალიან მალე მოხდება, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. არცერთი ქვეყანა მას თავშესაფარს არ მისცემს. ამიტომ გადაწყვიტეს, ყველა მიღებული და მიუღებელი ფორმით ხელი შეუშალონ გამოძიებას",- აცხადებს მოლოდინი.