მამუკა კაციტაძე: მოქალაქის დამოძღვრა უნდა დასრულდეს
პარტია "ახალი მემარჯვენეების" წევრი მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების მხრიდან ნდობას პასუხისმგებლობაც უნდა შეუთავსოს.
"მოქალაქის დამოძღვრა უნდა დასრულდეს. თუ ივანიშვილს უნდა ქვეყანაში რამე შეიცვალოს პოზიტიურად, მაშინ როგორც ის ამბობს გადაჭარბებულ ნდობას უნდა შეუთავსოს ასევე ჭარბი და გადაჭარბებული პასუხისმგებლობა, რომელიც მას დღეს არ აქვს",- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.