პარტიული გამოცანა საგანელიძისთვის-რა ხდება ზაქროს ტვინში?

პარტიული გამოცანა საგანელიძისთვის-რა ხდება ზაქროს ტვინში?

დავით საგანელიძესა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება.  "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში საგანელიძე  ამბობს, რომ მისთვის მეორეხარისხოვანი არ არის ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი აზრით, ქუცნაშვილი ამ კრიტერიუმებში ვერ ჯდება. საგანელიძე ვარაუდობს, რომ უზენაესი თავმჯდომარის კანდიდატურის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟით შესაძლოა ქუცნაშვილმა პიარი გაიკეთა.

 "როცა პარტიის წევრი ხარ და მის მსოფლმხედველობას იზიარებს, ეს წნეხის ქვეშ ყოფნას სულაც არ ნიშნავს. სხვა საქმეა, როცა ამ პარტიაში სხვა ადამიანების ლიდერი ხარ, პოლიტიკური თანამდებობა გიკავია, გენ-მდივანი ან პოლიტ-საბჭოს წევრი ხარ და ა.შ. ზაქარიას ეს ბარიერები ხელს არ უშლის და არ მესმის რა ანერვიულებს. ალბათ პიარი გაიკეთა. 28 წევრი ხომ არის იმ სიაში? სადაც მართლა სერიოზული, პროფესიონალი ადამიანები არიან, მაგრამ ყველა მხოლოდ ქუცნაშვილზე ლაპარაკობს.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ შექმნილი არეულობის მიზანი პიარი იყო, საგანელიძე ასე პასუხობს:

"არ ვიცი, ზაქროს ჰკითხეთ. მტერმა ჩაიხედა მაგის ტვინში. რომ ვიცოდე მაგის თავში რა ხდება რაღაცას ვუშველიდი- ექიმი ვარ"- აცხადებს საგანელიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: