შალვა შავგულიძე: ნინო გვენეტაძემ იცის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი

შალვა შავგულიძე: ნინო გვენეტაძემ იცის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის  პოსტზე ნინო გვენეტაძის  დასახელებას მიესალმება.

  როგორც შავგულიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა  პარლამენტს კვალიფიციური კანდიდატურა შესთავაზა.  


"ნინო გვენეტაძემ იცის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი და ყველაფერს გააკეთებს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. გვენეტაძეს აქვს უნარი, კარგი კომუნიკაცია დაამყაროს სახელისუფლებო შტოებს შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. მე მას მხარს დავუჭერ", - განაცხადა შავგულიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: