"საქართველოში პოლიციელებზე ნადირობის სეზონია"
"საქართველოში პოლიციელებზე ნადირობის სეზონია"-წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ წიკლაური.
"მათი ცემა, დამცირება, დაჭრა და მოკვლა შეუძლია ყველას: ე.წ. პოლიტპატიმრებს, ძველ ბიჭებს, ქურდებს, მაღალჩინოსანთა მეგობრებს და საყვარლებს…
პოლიცია, რომლითაც ვამაყობდით; პოლიცია, რომლისაც გვეიმედებოდა, დღეს დათრგუნული და შეურაცხყოფილია. ქართულმა ოცნებამ წესრიგის დამცველები კრიმინალებს მიუგდო გასაჯიჯგნად.
პოლიცია, რომელიც მოქალაქეს უნდა იცავდეს, თავად გახდა დასაცავი.
პოლიციელებს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ მათთვის არავის აუკრძალავს, ზურგი შეაქციონ არამზადა მთავრობას, რომელიც კრიმინალების ინტერესებს იცავს",-წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.