კიბერდანაშაულთან შსს ესტონეთთან ერთად იბრძოლებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთს შორის პროექტის „შსს შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში“ ფარგლებში დღეს მემორანდუმი გაფორმდება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს 13-14 ნოემბერს ესტონეთის დელეგაცია ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება პროექტის ხელმძღანელებსა და ბენეფიციარებს შორის, რომელზეც განიხილავენ სამომავლო გეგმებს და სხვა ტექნიკურ დეტალებს.
ესტონეთის დელეგაციას შეხვდება შს მინსიტრის მოადგილე ლევან იზორია.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭო ერთობლივად ახორციელებენ პროექტს _ „შსს შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში“„შსს შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში“, რომელიც დაფინანსებულია ესტონეთის მთავრობის მიერ.