ივანიშვილის ბოლო ჯოკერი-კომპრომატები ალასანიას წინააღმდეგ?
,,ირაკლი ალასანია და ,,თავისუფალი დემოკრატები", ,,რესპუბლიკელები" ,,ქართული ოცნებიდან" ბიძინა ივანიშვილის პაროდისტები, მილიონგარტყმული და ჩაძინებული ,,ფორუმელები", ვაი პოლიტიკოსები სულ მალე ნახავენ სამი თითის კომბინაციას. ივანიშვილი უკან დახევას არ აპირებს, მისი ყოველი ინტერვიუ გზავნილია კონკრეტული ძალების მისამართით. ის განსაკუთრებულად განრისხებულია ირაკლი ალასანიას მისამართით, მას ამის მიზეზი აქვს, ცბიერი პოლიტიკოსი შემჩნეულია ,,ნაციონალებთან" თამაშსა და პოლიტიკურ ფლირტში. ივანიშვილს მასზე კონკრეტული კომპრომატები ჰქონია და თუ საჭირო გახდება, არც მისი გამოაშკარავება არ მოერიდება",-წერს გაზეთი გაზეთი "ალია".
სტატიის ავტორი ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრს, ალექსანდრე პეტრიაშვილს იმ განცხადებაზე პასუხობს, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო პრემიერია და პეტრიაშვილს იმ პერიოდს ახსენებს, როცა ირაკლი ალასანია ოპოზიციაში ,,ნაცმოძრაობის" აგენტის როლს ასრულებდა.
,,რამდენი დალიეთ ბატონო ალექსანდრე, რომ მუხრუჭებმა გიმტყუნათ? ივანიშვილმა ამოგიყვანათ წუმპიდან და ახლა არ მოგწონთ ის? ,,ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო პრემიერია"-მიგიგნიათ ზუსტი ეპითეტისთვის. როგორც გახსოვთ, ივანიშვილმა მოგვაშორა მკვლელების ხელისუფლება და მან მოგიყვანათ ხელისუფლებაში. თქვენი ლიდერი ირაკლი ალასანია კი, თავით იყო გარჭობილი ,,ნაცმოძში" და პრეზიდენტობის ამბიციების მქონე ალასანიას მცდელობაც არ ჰქონია, ,,ნაციონალურ" რეჟიმს შებრძოლებოდა. მეტიც, ის იყო ოპოზიციური გაერთიანების დამშლელი ძალა და ,,ნაცმოძის" აგენტი ოპოზიციაში. ბატონო ალექსანდრე, თქვენს მოსვლამდე, შესაძლოა, მეორედ მოსვლა მოხდეს და ისევ ბიძინა დაბრუნდეს პოლიტიკაში. საკმარისი დროით იყავით ხელისუფლების წამყვან პოზიციებზე, მაგრამ თქვენი გაკეთებული რაც ვნახეთ, ეს არის უკრაინის ხელისუფლებაში ანშლაგით დანიშნული ,,ნაცმოძრაობის" წევრები, და თქვენს ნამინისტრალ ფანჯიკიძეს, დღეს რომ ჭკვიანი სახით გვესაუბრება, ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო",-წერს გამოცემა.
სტატიის ავტორის თქმითვე, ,,თავისუფალ დემოკრატებს" ივანიშვილი ბინძურ თამაშებში ამხელს და ეს გასაკვირი არავისთვის იქნება.