„ჯვაროსნები“ და „ფარაონები“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან
დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეგვიპტის გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა ამხანაგურია და ის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებისთვის 2012 წელს ეგვიპტესთან გამართული შეხვედრა ბოლო იქნება.
მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 23-კაციანი შემადგენლობა გამოიძახა.
ქეცბაიამ წინა თამაშებისგან განსხვავებით, ნაკრებში არ გამოიძახა ზურაბ ხიზანიშვილი, ირაკლი სირბილაძე, თორნიკე ოქრიაშვილი და კაპიტანი ჯაბა კანკავა. საქართველოში შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდა ეგვიპტის ნაკრებიც.
საქართველოს ეროვნული ნაკრები აფრიკულ გუნდებს მეექვსედ უპირისპირდება, თუმცა "ჯვაროსნებსა" და "ფარაონებს" შორის ეს პირველი დაპირისპირებაა.