ოზურგეთის გამგებლის ახდენილი ოცნება, რომელიც "ოცნებამ" აუსრულა

ოზურგეთის გამგებლის ახდენილი ოცნება, რომელიც "ოცნებამ" აუსრულა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ნადირაშვილი  ჩინოვნიკების თავგასულობამ აღაშფოთა. ძნელია არ დაეთანხმო ქალბატონ ნადირაშვილს, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახლადშეძენილ (სამსახურებრივ) მანქანას ნახავ.

"მაშინ როდესაც ლარი უფასურდება, თქვენ გყავთ ისეთი ჩინოვნიკები, რომლებიც ისევ პირად კომფორტსა და ფუფუნებაზე ზრუნავენ. მინდა წარმოგიდგინოთ ოზურგეთის გამგებლის ახალი მანქანა – მას სხვათაშორის, მშვენიერი ML ჰყავდა, მაგრამ, გადაწყვიტა რომ ახალი "ტოიოტა კრუიზერი" ეყიდა და რომ არავის შეეშალოს ვინ არის, სპეციალური ნომერიც აიღო – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებელი. მე მოგიწოდებთ, ასეთ თავგასულ ჩინოვნიკებს მიხედოთ, თორემ თქვენი დღეები რომ ნამდვილად დათვლილია და ხელისუფლებაში დიდხანს ვეღარ დარჩებით, ეს ფაქტია", – მიმართა ნადირაშვილმა ხელისუფლებას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: