ირაკლი ღარიბაშვილი:რეგიონებში ბევრ პროექტს სუბსიდირებას გავუკეთებთ
რეგიონების ეკონომიკური განვითარების მიზნით მთავრობა მუშაობს და მარტის თვიდან გეგმების პრეზენტაცია გაიმართება. განცხადება მის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"ჩემი დავალებით რამდენიმე თვეა მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე, ჩვენ თითოეული რეგიონი დეტალურად აღვწერეთ, თუ რა პოტენციალი არსებობს.
ჩვენ ვაპირებთ მარტის თვიდან აქტიურად დავიწყოთ ამ გეგმების პრეზენტაცია, ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა და კერძო სექტორი მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ჩვენ სუბსიდირებას გავუკეთებთ ძალიან ბევრს პროექტს რეგიონებში, რომელიც გამოიწვევს რეგიონების გამოცოცხლებას, იქ ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
წელს მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ "აწარმოე საქართველოში" პროგრამა და რაც შეიძლება მეტი საწარმო შევქმნათ ერთად",-განაცხადა ღარიბაშვილმა.