გაგი მოსიაშვილი: კირწმარიშვილის გარდაცვალების ადგილზე პირთა საეჭვო გადაადგილებები გამოვლინდა
კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილზე საეჭვო გარემოებები, კერძოდ კი კონკრეტულ პირთა საეჭვო გადაადგილებები დადგინდა.
საქმის მიმდინარეობის გასაცნობად ეროსი კიწმარიშვილის ძმა და ადვოკატები პროკურატურაში მივლენ.
"გამოვლინდა ის კონკრეტული გარემოებები, რასაც დაცვის მხარე საეჭვოდ მიიჩნევს. მხედველობაში არის შემთხვევის ადგილზე კონკრეტულ პირთა გადაადგილებისა თუ მოქმედებების საეჭვოობა და სწორედ საგამოძიებო ორგანოს ამ მიმართულებით ჰქონდა ამ ეტაპზე გარკვეული აქტივობა განსახორციელებელი და თუ რა რეზულტატი დაიდო ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ამ თემაზე გვექნება საუბარი.
თუ დადგინდა კონკრეტული გარემოებები, მნიშვნელოვანი იქნება იგივე კვალიფიკაციის ნაწილთან დაკავშირებით",-განაცხადა მოსიაშვილმა.