რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა დედაქალაქის მერიაში?
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მერიის საქალაქო სამსახურების შემოწმებას გეგმავს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოვლენილია გარკვეული დარღვევები. თუმცა ამ ეტაპზე დეტალები არ კონკრეტდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შემოწმება განსაკუთრებით აქტუალურია, ბოლო პერიოდში აღმოჩენილი გარკვეული გადაცდომებისა და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.
პარალელურად, თბილისის მერმა შიდა აუდიტს უკვე დაავალა ზედამხედველობის, არქიტექტურის სამსახურების და ქონების მართვის სააგენტოს მუშაობის შესწავლა.