ნინო გოგუაძე: ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი საფრთხეშია

ნინო გოგუაძე: ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი საფრთხეშია

 საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი საფრთხეშია.


"მან თქვა, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობები არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა და საქართველო დღეს და ხვალ არ გახდება ნატოს წევრი, მაშინ როდესაც წლის ბოლოს დაგეგმილია ნატოს მინისტერიალის ჩატარება, ხოლო ერთი წლის შემდეგ ნატოს სამიტი. ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება. ჩვენ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" ამ საფრთხეზე ვთქვით მაშინ, როდესაც წავედით ოპოზიციაში. ჩვენმა გაფრთხილებამ აღშფოთება გამოიწვია კოალიციის წევრებში. ეს განცხადება  დიახ, არის ღია დადასტურება იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ  კურსს საფრთხე ემუქრება," - აცხადებს ნინო გოგუაძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში ზურაბ აბაშიძის განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი არ იცვლება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: