მანანა კობახიძე:საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ევროპული თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრება

მანანა კობახიძე:საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ევროპული თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრება

პროდასავლური კურსი საქართველოს არჩევანია და მას  საფრთხე არ ემუქრება, განცხადება ამის შესახებ  საქართველოს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გააკეთა.

 

 რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის  ზურაბ აბაშიძის  მიერ გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ  გარკვეული პოლიტიკური ძალები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

"საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ევროპული თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრება. მკაფიო განცხადება გააკეთეს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა. აჟიოტაჟი ატეხეს "თავისუფალმა დემოკრატებმა" "ნაციონალებთან" ერთად. საქართველოს პარლამენტს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს  კურსი არ შეუცვლია," - აცხადებს კობახიძე.

დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ზურაბ აბაშიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც აბაშიძემ თქვა, რომ საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა არანაირად არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: