ირმა ინაშვილი:ან პოლიტიკურ ნარკოზში ხართ, ან ნაცისტებმა ჯადო გაგიკეთეს

ირმა ინაშვილი:ან პოლიტიკურ ნარკოზში ხართ, ან ნაცისტებმა ჯადო გაგიკეთეს

ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა არაკორექტულ ქმედებებს აპროტესტებს :

 

"ნაცმოძრაობის ფეისბუქ-აქტივისტების ნაწილს, ეტყობა, არწმუნებენ, რომ მალე მათი "გაზაფხული"- სააკაშვილი მოვა და ამიტომ... 2012 წლის სექტემბერში ჩაკუკულები, დღეს კვლავ უშვერი სიტყვებით მლანძღავენ. ფრთა შეისხეს..) დიდი მადლობა ამისათვის საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. აი, ესაა თქვენი ორწლიანი "ღვაწლის" შედეგი. პოლიტიკური გვამები გააცოცხლეთ, ზოგს რეფორმების მამა ეძახეთ და ზოგს- საუკეთესო მენეჯერი. კუბლაშვილი ლამის ქერუბიმად წარმოგვიჩინეთ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე- სერაფიმად... უმთავრეს რეგიონში- აჭარაში უმრავლესობა დაკარგეთ. მერად ახალაიების მარჯვენა ხელი დანიშნეთ... საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროებიც მიშას კადრებს ჩააბარეთ. რა ვქნათ, მაგრები არიანო. შემოსავლების სამინისტროში რამდენი ე. წ. საბოტაჟნიკი გყავთ, თუ უჩემოდ ვერ გაარკვევთ, დაგეხმარებით და გვარებს დაგისახელებთ. ახლა რომ ცალი ხელით ე.წ. ნაცზონდერებს დაერიეთ და მეორე ხელით (გაშვებულების ადგილზე) სხვა ზონდერებს ნიშნავთ, შესაკრებთა გადანაცვლებისა და ჯამის უცვლელობის პრინციპი დაგავიწყდათ, თუ სკოლაში ცუდად სწავლობდით?! ან პოლიტიკურ ნარკოზში ხართ, ან ნაცისტებმა ჯადო გაგიკეთეს"-წერს ინაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: