გიორგი ლაღიძე: "ლარის შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია"
პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე ლარის კურსის დასტაბილურების შესაძლებლობას მხოლოდ ივანიშვილის დახმარებით ხედავს. ამის შესახებ პარტიის ლიდერი საკუთარ "ფეისბუქის" გვერძე წერს.
"საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღიარა რომ მთავრობა ლარის კურსს ვეღარ ასტაბილურებს და სავალუტო ფონდს სთხოვს დახმარებას და თანხების გამოყოფას ლარის დასტაბილურებისათვის,უფრო სწორი და გონივრული ნაბიჯი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების და პირადად გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ფინანსური დახმარება ბიძინა ივანიშვილისთვის ეთხოვათ ლარის შოკური მდგომარეობიდან გამოსაყვანად,სწორედ ბიძინა ივანიშვილი ჰპირდებოდა მოსახლეობას ეკონომიკურ აღმავლობას,და მან მწარედ მოატყუა მოსახლეობა,აქედან გამომდინარე ივანიშვილისთვის ფულის მოთხოვნა ლარის დასტაბილურებისათვის ყველაზე ლეგიტიმური ნაბიჯი იქნებოდა მთავრობის მხრიდან, მაგრამ ჩვენს მთავრობას ამის გაკეთების არც უნარი შესწევთ და არც ერთი ადგილი აქვთ"-წერს გიორგი ლაღიძე.