"ნაცების" რჩევა "ქოცებს"-ტელესერიალს ვერ მოასწრებთ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება დაიწყეთ"
"ეს ალბათ რაღაც ქოცური ლოგიკაა, როდესაც სიტყვათა შეთანხმება "უფასო ფული" თუ მას ამბობს ბიძინა ივანშვილი ეს არის სერიოზული და კარგი, მაგრამ თუ ამას ამბობს, გოგა ხაჩიძე მაშინ გეჩვენება არასერიოზულად"- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "უფასო ფულის შესახებ" პროექტის განხილვისას უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.
"თქვენი პატრონი ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ის დაკავებულია, თურმე ახალი ტელესერიალის გადაღებით, მე მინდა ერთი ძალიან პრაქტიკული რჩევა მოგცეთ, თქვენ ამ ახალი ტელესერიალის გადაღებას ვერ მოასწრებთ და ჩემი რჩევაა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება დაიწყოთ იმიტომ რომ მეტს ნამდვილად ვერ მოასწრებთ, მეტი დრო არ გაქვთ",-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა