ქართული დელეგაცია ნატოსთან ურთიერთობის დეტალებზე იმუშავებს

ქართული დელეგაცია ნატოსთან ურთიერთობის დეტალებზე იმუშავებს

ქართული დელეგაცია დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. დელეგაციაში საქართველოს პრემიერთან ერთად თავდაცვის, საგარეო და ევროინტეგრაციის მინისტრები არიან.


შეხვედრაზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ახალი მთავრობის კონკრეტული გეგმები ალიანსთან ურთიერთობის კუთხით.

გუშინ ქართული დელეგაცია სამუშაო ლანჩზე უკვე შეხვდა ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტს, სერ გრემ უიტსონს.


ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს შტაბბინაში დაგეგმილია შეხვედრა ნატოს სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  ჯეიმს აპატურაისთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ კნუდ ბარტელსთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ლანჩზე ასევე, შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: