რამდენიმე წუთის წინ თბილისში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, ბანკიდან წაღებულია თანხა. ბანკში, სავარაუდოდ, ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა.
თავდასხმის დროს ბანკში 5 თანამშრომელი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.