ბაჩო ახალაიას გაძლიერებულად დაიცავენ
ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, შსს-ს ყოფილი მინისტრი მე-7 დაწესებულებაში ქურდებთან გადაყავთ.
სასჯელაღსრულების სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ გლდანის მერვე დაწესებულებიდან გადაყვანა მისივე უსაფრთხოებისთვის განხორციელდა.
როგორც სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში ერთ-ერთ სართულზე ახალაია მარტო იქნება გაძლიერებული დაცვის ქვეშ. სოზარ სუბარის უწყება პირობას დებს, რომ იგი საიმედოდ იქნება დაცული.
ასევე ცნობილია, რომ მეშვიდე საპყრობილეში სასჯელს ქურდები და მძიმე დამნაშავეები იხდიან.