რატომ მიმართავს ლაშა ამირეჯიბი საკუთარ თაობას და როგორ აპირებს ნაცზონდერებისგან თბილისის დაცვას!
მონასტერი ირევა - ხელისუფლება უმრავლესობას კარგავს, პრემიერი ჯიუტად არ უხმობს საზოგადოებას - ეტყობა ისევ გაურკვეველი დასაყრდენის იმედადაა დარჩენილი!
პოლიტიკა უბინძურესი საქმეა, მითუმეტეს, ბინძური ადამიანების ხელში... იმისთვის, რომ რევანში აიღონ, გარკვეული პოლიტიკური ძალები ეშმაკთან გარიგებასაც არ ერიდებიან! თუ რევანში მოხერხდა „ნაციონალებს“ ნამდვილად ვერ გადავურჩებით. მინდა მივმართო ჩემს თაობას, რომელიც სოხუმში წელიწადნახევარი ჩემთან ერთად, მხარდამხარ იბრძოდა, ეს ქალაქი და ზოგადად ქართული საზოგადოება ისევ ჩვენი დასაცვი გახდა! რადგან აჭარაში უმრავლესობა დავკარგეთ, შესაძლოა ჯაჯვური რეაქციით მიჰყვეს სხვა ქალაქები და რეგიონებიც. ეს ნაცების გეგმის ერთი პატარა ნაწილია. არ დაგავიწყდეთ, დედაქალაქში „ნაცებს“ დიდი რაოდენობით იარაღი აქვთ გადამალული. ახალი „ორჯონიკიძეების“ შემოსვლის შემთხვევაში იარაღი თავის საქმეს გააკეთებს - მავანი ქვეყანას უმალ დატოვებს: ზოგი ლაგოდეხიდან გადავა აზარბაიჯანში, ზოგიც წითელი ხიდით ისარგებლებს და ზოგიც თბილისის აეროპორტიდან ხელსახოცს დაგვიქნევს.
დღემდე მეგონა, რომ გარკვეული პოლიტიკური სუბიეკტები უკადრებელს არ იკადრებდნენ და სააკას სისხლიან რეჟიმთან არ გარიგდებოდნენ, მაგრამ... ფაქტი უკვე სახეზეა. სიფხიზლე გვართებს ბიჭებო, ისეთივე სიფხიზლე, როგორც იმ ძმათამკვლელ ომში, სადაც ათასი ჯურის ნაძირალასა და გადამთიელს ვებრძოდით სოხუმის დასაცავად!!
თბილისი ჩვენი ქალაქია და ჩვენვე უნდა დავიცვათ, როგორც სრულიად საქართველო!!