რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილს გათვლილი აქვს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა კრიტიკამ!
პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე გაზეთ ასავალ-დასავალთან", ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა იანიშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილი არასოდეს ამბობს ისეთ რამეს, რისთვისაც იგი მზად არ არის.
"ივანიშვილი არასოდეს ამბობს ისეთ რამეს, რისთვისაც მზად არ არის. როცა ის ვიღაცას აკრიტიკებს, ისიც გათვლილი აქვს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ კრიტიკამ - მზადაა, ეს ადამიანები ან გაუშვას, ან ჩაანაცვლოს. ასე რომ, ეს შეფასება რესპუბლიკელებისთვის სიგნალი უნდა იყოს", -აცხადებს რამაზ საყვარელიძე.