"თავისუფალი დემოკრატების" რევანში პარლამენტში

"თავისუფალი დემოკრატების" რევანში პარლამენტში

ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" გადაწყვეტილება მიიღეს. ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები, პროტესტის ნიშნად, პარლამენტში თანამდებობებს ტოვებენ. 

 

ახალი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თავმჯდომარის გარეშე რჩება ევროინტეგრაციისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტები. აღნიშნულ თანამდებობებს დეპუტატი ვიქტორ დოლიძე და დავით ონოფრიშვილი იკავებდნენ. 

 

"თავისუფალი დემოკრატების" ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებას მოჰყვა. მმართველმა კოალიციამ ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ზურაბ ჯაფარიძე გადააყენა. 

 

მმართველი კოალიციის გადაწყვეტილება იმავე დღეს დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ გააპროტესტა და ეუთოში მიმდინარე ვიზიტი დროზე ადრე შეწყვიტა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: