ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯავახიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯავახიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მოადგილე, გიორგი ჯავახიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი ჯავახიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2015 წლის 6 თებერვლიდან", - ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: