ნიკოლოზ მჟავანაძე: ქვეყანაში გადატრიალების აჩრდილი დადის!
" ქვეყანაში გადატრიალების აჩრდილი დადის!"-ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.
მჟავანაძე ხელისუფლებას პატიმარ თეიმურაზ გვარაძის განცხადებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაინტერესდეს სააკაშვილის პირადი სნაიპერის - გვარაძის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს თელავში, ერთ-ერთი ბიზნესმენის ოჯახში გამართულ წვეულებაზე და სააკაშვილმა თავის მძღოლს უბრძანა, ჟვანიას გვამი საბურთალოს ქუჩაზე მიეტანა! მოგეხსენებათ, გვარაძე დღეს პატიმარია და პროკურატურა ვალდებულია, დაკითხოს ეს ადამიანი, რადგან დიდი შანსია, გვარაძე "გაასაღონ"... იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მხილებული სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე არის ირაკლი ფირცხალავასა და მისი ცოლის თანაკლასელი და ეს თქვენ არაფერს გეუბნებათ? ხელისუფლებამ განსაკუთრებულ ზომებს უნდა მიმართოს, თორემ ქვეყანაში გადატრიალების აჩრდილი დადის!"- განაცხადა მჟავანაძემ.